როდის , რატომ და როგორ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში?
პარასკევი, 27 იანვარი 2012 19:57
ადმინისტრატორი
ვასილ ბარნოვი – Vasil Barnov (1856-1934) ვახტანგ ინაური – “არმაზის მსხვრევა – ქრისტიანობის დასაწყისი” ქართლის მოქცევის ამსახველი წყაროები უშუალოდ ქრისტიანობის გავრცელების ფაქტებს გადმოსცემენ და ჯიუტად სდუმან იმ ეროვნულ ტკივილებზე, რაც თან ახლავს ახალი სარწმუნოების მიღებას, ახალი ღმერთის აღიარებას, ძველი რწმენის დავიწყება და ახალზე გადასვლა მოითხოვს სულიერი და მატერიალური კულტურის, ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების გარდაქმნას. IV საუკუნის საქართველოში ფარული თუ აშკარა ჭიდილის შემდეგ დადგა ეს საბედისწერო დღე. ამ მოვლენას ასახავს _ ,,წმინდა ნინოს ცხოვრება» და ,,ქართლის მოქცევა»,რომელთა სიუჟეტი გამოიყენა ვასილ ბარნოვმა რომანში ,,არმაზის მსხვრევა», მაგრამ ძველი ავტორისაგან განსხვავებით ქართლის მოქცევა ეროვნულ-პოლიტიკურ პრობლემებთან უშუალო კავშირში გააშუქა და სულ სხვა ლიტერატურულ-ისტორიული მასშტაბები მისცა. რომანში გაშუქებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი ორიენტაციის პრობლემა ძირითადად სამ პლანში წყდება, მხატვრული კონტრასტი იქმნება სამი ურთიერთმებრძოლი მხარის დაპირისპირების ფონზე, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ეროვნულ-სარწმუნოებრივი საკითხის სამ მიმართულებას: ერთ მხარეს წარმოადგენენ სპარსული ორიენტაციის მიმდევარნი, მეორეს ქრისტიანულ-ბიზანტიური და მესამეს ქართულ-ეროვნული დამოუკიდებლობის ციშუბითრიშანის მომხრეები. დაწვრილებით... დაამატეთ კომენტარი
|
||
|
||
|
|
||
| გვერდი 1 სულ 2 |